სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: მათემატიკა პრაქტიკაში


მაღაზია-ის სურათის შედეგი

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეების მათემატიკით დაინტერესება;

პროექტის აქტუალობა: გამოიყენონ შესწავლილი მასალა ცხოვრებაში;

პროექტის მიზანი: მათემატიკით დაინტერესება მოსწავლეებში და მოტივაციის გაზრდა საგანში.  საგნის ძირითადი საკითხების გამოყოფა, რომელიც მათ დასჭირდებათ ყოფა–ცხოვრებაში. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, კრიტიკული აზროვნების, ურთიერთ თანამშრომლობის, მსჯელობის უნარი.


პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ, დაასახელონ და შეაგროვონ მათემატიკის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საჭიროა ცხოვრებაში პრაქტიკულად. ჩაატარონ შეგროვილი მასალის პრეზენტაცია. (თითო მოსწავლე პრეზენტაციაში განიხილავს თითო საკითხს). გაკეთდება იმ მასალის ფოტო–ალბომი, რა საკითხებიც პრეზენტაციაზე იქნა განხილული, ანუ ფოტო–ალბომში ნაჩვენები იქნება ის პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც შეგროვილი იქნა მოსწავლეების მიერ ძირითად საკითხად.  ამ თემის ირგვლივ ჩატარდება ტესტური დავალებები და ვიქტორინა.


მაღაზია-ის სურათის შედეგი

მონაწილეთა ასაკი: 12–15 წლის მოსწავლეები.

პროექტის ხანგრძლივობა: თვე.

პროექტის აქტივობები: კონფერენცია, სასწავლო დისკუსია, მასალის ანალიზი, პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები: ფოტო–ალბომი, პრეზენტაცია. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და მოსწავლეების ჩართვა ზაფხულის ადრადეგებზე სკოლის კოსმეტიკურ რემონტში.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაფა, ცარცი, რვეული კალამი , კომპიუტერი ფლიფჩარტის ფურცლები, მარკერი.


პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

მუშაობა წარიმართება ჯგუფებში. მოსწავლეებს დავყოფ 2 ჯგუფად.

I-აქტივობა: თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება.

II-აქტივობა: სამუშაო ჯგუფების შექმნა.

III-აქტივობა: ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება.

I ჯგუფი-   მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ დაასახელონ და შეაგროვონ მათემატიკის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც გვხბდება სხვა საგნების შესწავლისას  და შექმნან ფოტო-ალბომი

II ჯგუფი-   მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ დაასახელონ და შეაგროვონ მათემატიკის ის ძირითადი საკითხები რომლებიც საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში. შექმნან ფოტო-ალბომი

IV-აქტივობა: მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავიანთ მოძიებულ მასალებს და მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას.

V-აქტივობა-პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მოვახდენ პროექტის შეჯამებას შეფასების რუბრიკის მიხედვით.
             
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს    რ უ ბ რ ი კ ა:

კრიტერიუმი შკალა
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება შინაარსს.
მოწესრიგებულია, ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება  შინაარსს.
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ზოგადად, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს.
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები.
მინიმალურად ორიგინალური.
საკმარისად ორიგინალური.
მთლიანად ორიგინალური.
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
მიჰყვება ინსტრუქციას მხოლოდ ზოგიერთს.
მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული.
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული, ან მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი.
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნა, ზოგადად, გათვალისწინებულია.
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.

         
საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატის შესწავლას  კავშირი აქვს საბუნებისმეტყველო საგნებთან.  სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება.

პროექტის ხელმძღვანელი: მაია ტყეშელიაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiatkesheliadze@gmail.com


გავარემონტოთ საკლასო ოთახი-ის სურათის შედეგი

Комментариев нет:

Отправить комментарий