გაკვეთილის გეგმა


კლასი  VII

გაკვეთილის გეგმა


მასწავლებელი: მაია ტყეშელიაძე

გაკვეთილის თემა: რაციონალური რიცხვები

მოსწავლეთა პროფილი: 20 მოსწავლე, მათ შორის არის ერთი სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულებას, მათ შეეძლებათ მოქმედებათა შედეგის შეფასება

სსსმ მოსწავლეზე გათვლილი მიზანი:მოსწავლე შეძლებს ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება-გამოკლებას

შესაბამისობა სტანდარტთან:

მათ. VII2 : მოსწავლეს შეუძლიარაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება.
·         ახდენს მთელ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას მოდელზე
·         იყენებს რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს. მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობას, მათ თვისებებსა და დაჯგუფებას გამოთვლების გასამარტივებლად.
·         ირჩევს და იყენებს რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულების ხერხს.

მათ VII 3: მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებათა შედეგის შეფასება
·         გამოთვლებთან დაკავშირებით ამოცანის ამოხსნისას იყენებს ზეპირი ანგარიშის ხერხებს და მოქმედებათა შედეგის შეფასებას
·         აფასებს რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკულ მოქმედებათა შედეგს. ასრულებს მოქმედებებს და ამოწმებს საკუთარ თავს

სსსმ მოსწავლის შესაბამისობა სტანდარტთან:

ათ  V.3 : მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება.
·         მოსწავლე ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ახდენს მოქმედებებს.

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეებმა იციან ნატურალური, მთელი და დადებითი რაციონალური რიცხვები. შეუძლიათ ამ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება.

სსსმ მოსწავლის წინარე ცოდნა: მოსწავლეს შეუძლია მოქმედებების შესრულება ნატურალურ რიცხვებზე.

შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

რესურსები: სახელმძღვანელო, პროექტორი, დაფა, ცარცი, ფლიქჩარტი, მარკერი. კომპიუტერი.

გაკვეთილის მსვლელობა 45 წთ.  
          
#
აქტივობის აღწერა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1.
პრეფაზა

1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
ვერბალური ახსნა, ვიზუალიზაცია
მთელი კლასი
დიდ ფორმატზე წარმოდგენილი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების სქემები
5წთ
2.
2. საშინაო დავალების შემოწმება. ჩამოვლით შევამოწმებ საშინაო დავალების შესრულების მოცულობას. შედარებით რთულ საკითხს განვიხილავთ დაფასთან. შევამოწმებ სსსმ მოსწავლის დავალებას , რომელსაც მიცემული ნატურალური რიცხვები ჯერ უნდა დაელაგებინა ზრდადობით შემდეგ კი კლებადობით.
ვერბალური ახსნა ვიზუალიზაცია
მთელი კლასი
რვეული
საწერ-კალამი
დაფა
ცარცი
4წთ

გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

3) „გონებრივი იერიში“ წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს მივმართავ შეკითხვებით: 1) რომელი რიცხვები მიეკუთვნება ნატურალურ რიცხვებს?
2) რომელია რაციონალური რიცხვები?
3) რომელი რიცხვები შედის მათ შემადგენლობაში? რატომ?
4) როგორ ჩავწეროთ ათწილადი წილადის სახით? მაგ. 3.4
5) ეკუთვნის თუ არა რაციოანლურ რიცხვებს პერიოდული ათწილადები?
6) როგორ ჩავწეროთ პერიოდული ათწილადები წილადის სახით? მაგ. 1.(3)?   1,1(6)?
7) შეიძლება თუ არა პროცენტი ჩავწეროთ რაციონალური რიცხვის სახით? მაგ. 3%; 117%.
8) რა არის რიცხვის მოდული?
9) რას უდრის |-3.5|? |0|? |3/4|?
10) სსსმ მოსწავლეს დაფასთან შევაკრებინებ და  გამოვაკლებინებ ნატურალურ რიცხვებს.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
დაფა
ცარცი
რვეული
წიგნი
საწერი კალამი
10წთ

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტურირება

4) ჯგუფური მუშაობა. კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად.
ჯგუფები ცალ-ცალკე ბარათებით გადავცემ დავალებას, რომელიც აგრეთვე გამოჩნდება ეკრანზე. I ჯგუფს - მაგალითები რაციონალური რიცხვების შეკრება-გამოკლებაზე.
II ჯგუფს - რაციონალური რიცხვების გამრავლებაზე.
III ჯგუფს - რაციონალური რიცხვების გაყოფაზე.
სსსმ მოსწავლე იმუშავებს პირველ ჯგუფში, სადაც ერთი მაგალითი იქნება ნატურალურ რიცხვებზე.
ვიზუალური ახსნა
ჯგუფური მუშაობა
ფილჩარტი
ფურცლები
მარკერები
ბარათები
ეკრანი
პროექტორი
კომპიუტერი
6წთ

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია

5) მასალის გამთლიანება პრეზენტაციის სახით. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევრებს.
პრეზენტაციას აკეთებს პრეზენტატორი
ინდივიდუალური
ფილჩარტის
ფურცლები
5წთ

6) თემის შეჯამების მიზნით სსსმ მოსწავლეს ინდივიდუალურად მოდელის გამოყენებით შევასრულებინებ წილადების შეკრება-გამოკლებას. შემდეგ კი -  პროექტორით ვაჩვენებ რიცხვთა სიმრავლეს და ვთხოვ ისინი დაყონ ნატურალურ, მთელ და რაციონალურ რიცხვთა სიმრავლეებად. მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში, შემდეგ კი ერთობლივი ჩართულობით გამოვავლენთ არის თუ არა რიცხვები რომლებიც გაერთიანებულები არიან სამივე N, Z და Q სიმრავლეებში და ვიმსჯელებთ რატომ.
ვერბალური ახსნა
ვიზუალიზაცია
წყვილებში, ინდივიდუალურად
დაფა
ცარცი
რვეული
საწერი კალამი
პროექტორი
7წთ

7) საშინალო დავალება
მოსწავლეებს მივცემ საშინაო დავალებას , სსსმ მოსწავლეს საშინაო დავალებას მივცემ ბარათით ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება-გამოკლებაზე.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
პროექტორი
ბარათები
სახელმძღვანელო
რვეული
საწერ-კალამი
3წთ

8)მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების სქემების მიხედვით. სსსმ მოსწავლეს მივცემ განმავითარებელ შეფასებას, გაკვეთილში ჩართულობაზე .
ვერბალურ-ვიზუალური ახსნა.
ინდივიდუალური
შეფასების სქემები
5წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:

1.      მოსწავლეები შეძლებენ რაციონალური რიცხვებზე სხვადასხვა ხერხით შეასრულონ მოქმედებები.
2.      მათ განუვითარდებათ რაციონალური რიცხვების პრაქტიკული გამოყენების უნარი.

სსსმ მოსწავლისათვის მისაღწევი შედეგი:

მოსწავლე შეძლებს ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება-გამოკლებას.

შეფასება: იხილეთ შეფასების სქემები დანართების სახით.

ხელმოწერა:  მაია ტყეშელიაძე;

თარიღი:

Комментариев нет:

Отправить комментарий